თბილისისა და რეგიონების მოსახლეობა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ახალგაზრდებზე, რომლებსაც შეუძლიათ ცვლილებების აგენტის როლის შესრულება სათემო დონეზე. ორგანიზაცია შეეცდება გაზარდოს ახალგაზრდების ცნობიერება მათი საჭიროებების ადვოკატირებისა და პოზიტიური ცვლილებების მიღწევის მიმართულებით.
ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სტრატეგიის მოქმედების პერიოდში, იქნება სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა, ვინაიდან პოზიტიური ცვლილებების მიღწევის კუთხით მოქალაქეთა ჩართულობისა და მონაწილეობის როლი განუზომლად დიდია. ორგანიზაცია იმუშავებს მოქალაქეებთან, მათ შორის ახლაგაზრდებთან, ქალებთან, უმცირესობების წარმომადგენლებთან, რათა მისცეს მათ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვის მოტივაცია, განუმარტოს მათ ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების მნიშვნელობა და მიაწოდოს ინფორმაცია ინიციატივების განხორციელებისა და ადვოკატირების სხვადასხვა გზებსა და მეთოდებზე. ამ ტიპის აქტივობები განხორციელდება არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.