განხორციელების პერიოდი: 2021 წელი
დონორი: ღია საზოგადოების ფონდი
ბიუჯეტი: 13 178 USD
მიღწევები:
ორგანიზაციის მხრიდან „ციხის საერთაშორისო რეფორმის სამხრეთ კავკასიის ოფისთან“ – თანამშრომლობით განხორციელდა კვლევა თემაზე „კრიმინალური სუბკულტურის გავლენა პენიტენციური დაწესებულების მართვაზე“.
კვლევის შედეგები აერთიანებს, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზს. კვლევის მიგნებების საფუძველზე, შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც ეხება სახელმწიფო უწყებების მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებს, როგორც პრაქტიკულ, ისე საკანონმდებლო და პოლიტიკის დონეზე. ადვოკატირების შედეგად, გაიზარდა დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობა აღნიშნული პრობლემის მასშტაბებთან და მისი გადაჭრის გზებთან დაკავშირებით.