პროექტი – „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნების რეფერირების მექანიზმის გაძლიერება“.
დონორი: გაეროს ბავშვთა ფონდი – საქართველო.
განხორციელების პერიოდი – 2021 – 2023 წლები.
ბიუჯეტი – 328 690 GEL.
მიზანი – პროექტის მიზანი იყოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნების რეფერირების სისტემის სიღრმისეული ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება შესაბამისი უწყებებისთვის (პრობაციის ეროვნული სააგენტო; არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი; პროკურატურა; შინაგან საქმეთა სამინისტრო; სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო). ასევე, პროექტის მიზანი იყო, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ინსტიტუციური გაძლიერება.
შედეგები – პროექტის შედეგად, ექსპერტების მხრიდან მომზადდა კონცეფცია, რაც უკავშირდებოდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნების რეფერირების სისტემაში არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს. გარდა ამისა, განხორციელდა არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის თანამშრომლების გადამზადება სხვადასხვა საკითხებზე, მომზადდა არაერთი ტრენინგ-მოდული და ფსიქო-სოციალური სარებილიტაციო პროგრამებa ასევე, განხორციელდა ამ ცენტრის საქმიანობის სუპერვიზია და ამ კუთხით მათი მხარდაჭერა.