შეხვედრა მოხალისეებთან მარნეულში, ადგილობრივი მოსახლეობის საარჩევნო აქტივობის გაზრის მიზნით

მარნეულში, ადგილობრივ მოხალისეებს ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები, ნატალია ცაგარელი და ტატო ქელბაქიანი, ასევე CEAC-ის ხელმძღვანელი, რაშან ზიადალიევი შეხვდნენ.
 
სამუშაო შეხვედრაზე მარნეულის რაიონის სოფლებში არჩევნებში აქტივიზმის ზრდის მიზნით, PFP-სა და CEAC-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კარდაკარის სტრატეგია და მისი განხორციელების გზები განიხილეს; იმსჯელეს იმ ძირითად გზავნილებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია მოსახლეობის საარჩევნო აქტივობის ზრდისა და ახალბედა ამომრჩეველთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად.
 
მოხალისეთა კარდაკარი აგვისტოს ბოლოს დაიწყება და მარნეულის 15 სოფელს მოიცავს.
 
შეხვედრა ჩატარდა IWPR-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „მარნეულში საარჩევნო კლიმატის გაუმჯობესება ახალგაზრდა და ახალბედა ამომრჩეველთა აქტივობის ზრდის გზით“ ფარგლებში.