პროექტი – სასამართლოს შესახებ ცნობიერების ამაღლება მარნეულსა და ბოლნისში.
დონორი – USAID (აშშ-სს საერთაშორისო განვითარების სააგენტო) სამართლის უზენაესობის პროგრამა.
ხანგრძლივობა – 9 თვე (05.01.2023 – 31.01.2024).
ბიუჯეტი – $ 31 463.00.
პარტნიორი ორგანიზაცია – CEAC, სამოქალაო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი.
მიზანი – პროექტი მიზნად ისახავს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ცნობიერების ამაღლებას მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელობის თაობაზე.
შედეგები – პროექტის ფარგლებში, განხორციელდა მოსამართლეების შეხვედრების ადგილობრივ მოსახლეობასთან, სადაც მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები. ასევე, განხორციელდა საჯარო დისკუსიები ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადვოკატებთან, პროკურორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. რადიო მარნეულში ჩატარდა არაერთი გადაცემა, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის პროცესში არსებულ სხვადასხვა გამოწვევებზე.