RIVG-ის ორგანიზებით ამ მომენტში კასპისა და გორის მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის, ასევე არასრულწლოვანთა განრიდება-მედიაციის პროცესში ჩართული სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებისთვის ქალაქ გორში მიმდინარეობს ტრეინინგი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების, კერძოდ კი, განრიდება-მედიაციის საკითხებზე. ტრეინინგის მიზანია დაინტერესებული მხარეების ინფორმირება-გადამზადება სამართლებრივ და ფსიქო-სოციალურ საკითხებში. მომავალში ასევე იგეგმება მუნიციპალიტეტებსა და განრიდებულ არასრულწლოვნებთან მომუშავე უწყებებს, პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრს, შორის თანამშრომლობის ეფექტიანი ფორმატის შექმნა. ტრეინინგს უძღვებიან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ექსპერტები: ფსიქოლოგი მაია ცირამუა (GCRT) და იურისტი ანტონ ქელბაქიანი (RIVG).
ტრეინინგი მიმდინარეობს ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) მიერ დაფინანსებული პროექტის, – „შიდა ქართლის რეგიონში განრიდებული არასრულწლოვნების უწყვეტი სერვისებით უზრუნველყოფის სისტემის ჩამოყალიბება, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების გზით“, – ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის პროექტის თანადაფინანსების პროექტს.