Lorem ipsum dolor sit amet, consectetuer adipiscing elit, sed diam nonummy nibh euismod tincidunt ut laoreet dolore magna aliquam erat volutpat.
თარიღი: 2023 წლის აგვისტო – 2024 წლის მარტი
დონორი: ომისა და მშვიდობის“ გაშუქების ინსტიტუტისა და ბრიტანეთის საელჩო
პროექტი: BREN (Building Resilience in the Eastern Neighbourhood)
ბიუჯეტი: 40 000 ფუნტი
მოკლე აღწერა
ომისა და მშვიდობის“ გაშუქების ინსტიტუტისა და ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, პროექტი BREN (Building Resilience in the Eastern Neighbourhood) განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ სამეზობლოში სამოქალაქო საზოგადოებისა და ქალთა ორგანიზაციების გაძლიერებას, არასამთავრობო სექტორის დაფინანსებას.
ამ პროექტის ფარგლებში, ბრიტანეთის საელჩომ და BREN -მა მხარი დაუჭირეს PFP-ს ორგანიზაციულ გაძლიერებასა და სტაბილურ განვითარებას, როგორც ეროვნულ დონეზე ისე, რეგიონის მასშტაბით.
მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ორგანიზაციის კომუნიკაციების მიმართულება. განისაზღვრა ახალი კომუნიკაციების სტრატეგია და გადაიდგა ნაბიჯები ორგანიზაციის ცნობადობის გაზრდის მიზნით. ამის შედეგად, უფრო გაიზარდა ორგანიზაციის ცნობადობა, როგორც დონორი ორგანიზაციებისთვის, ასევე, სხვა დაინტერესებული პირებისთვის/ორგანიზაციებისთ. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო ეფექტიანად ვიმუშავოთ ორგანიზაციული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისთვის.
სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულების განვითარების კუთხით, ჩატარდა ტრენინგი PFP-ს ახალგაზრდული გუნდის გაძლიერებისა და სხვა აქტივისტთა ჯგუფებთან მათი კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით.
მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში რეგიონული კავშირების გაძლიერების მიმართულებით. ვიზიტით ვეწვიეთ სომხეთს, სადაც გაიმართა კონფერენცია განათლებისა და ახალგაზრდების თემაზე ადგილობრივი არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით. გარდა ამისა, გაფორმდა თანამშორმლობის მემორანდუმი სომხურ არასამთავრობო ორგანიზაცია – Frontline Youth Network (FYN)- თან.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს მოლდოვაში გამართულ რეგიონულ კონფერენციაშიც, რომლის მეშვეობითაც, კიდევ უფრო, გააღრმავეს ურთიერთობა რეგიონში მოქმედ არასამთავრობო სექტორთან.
PFP-მ განაახლა ორგანიზაციული მართვის სახელმძღვანელო, გააუმჯობესა კიბერ უსაფრთხოების სისტემა და შეიმუშავა კომუნიკაციების და სტრატეგიული დაგეგმვის კამპანია, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ორგანიზაციის საქმიანობის გაძლიერებას და პროექტების განხორციელების ხელშეწყობას უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში (ქვემო ქართლი და სამცხე ჯავახეთი).
BREN იშვიათ პრეცენდენტს ქმნის არასამთავრობო სექტორის ინსტიტუციური განვითარებისა და ყოველდღიურ გამოწვევებთან უკეთ გამკლავების ხელშეწყობით.