„პრევენცია პროგრესისთვის“ აქვეყნებს მოზარდებში რთული ქცევისა და ძალადობის პრევენციის შესახებ კვლევის შედეგებს

ორგანიზაციამ „პრევენცია პროგრესისთვისწარადგინა კვლევა, რომელიც ჩატარდა „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. კვლევა, რომლის ავტორებიც არიან ანტონ (ტატო) ქელბაქიანი და ნატალია ცაგარელი, მოიცავს ბავშვებსა და მოზარდებში რთული ქცევისა და ძალადობის პრევენციის კუთხით  არსებულ გამოწვევებს საქართველოში.

კვლევამ ცხადყო, რომ არასრულწლოვანებში რთული ქცევის არაერთი გამომწვევი ფაქტორი არსებობს, რომელთა შესწავლა და პრევენციაც უმნიშვნელოვანესია. პრევენციის პოლიტიკის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის ასევე დამოკიდებული სერვისების ხელმისაწვდომობასა და სისხლის სამართლის პოლიტიკის შემაკავებელ ფუნქციაზე.

ამ თვალსაზრისით, საკვანძო გამოწვევებია:

  1. სერვისების ხელმისაწვდომობა: ძალადობრივი ქცევის მქონე ბავშვებისთვის სერვისები არათანაბრად არის განაწილებული და ძირითადად კონცენტრირებულია დიდ ქალაქებში, სერვისები ხელმისაწვდომი არ არის ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე;
  1. ბავშვთა უფლებების დაცვის სისტემის ხარვეზები: ოჯახში ძალადობრივი ქცევის იდენტიფიცირება ხშირად იგვიანებს, რაც ართულებს მიზნობრივი ინტერვენციის დროულობას და ზრდის განმეორებითი ძალადობის რისკს;
  2. ინსტიტუციური თანამშრომლობა: უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლის მექანიზმი დეტალურად გაწერილი არ არის, რაც აფერხებს ეფექტიან კომუნიკაციას და პრევენციის ერთიანი სტრატეგიის შემუშავებას;
  3. სისტემური ცვლილებების საჭიროება: არ ფუნქციონირებს ნახევრად ღია ტიპის დაწესებულება, რომელიც აუცილებელია კრიზისულ შემთხვევებში ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

კვლევის ავტორებმა წარადგნეს რეკომენდაციები, რომელთა შორისაცაა:

  • ერთიანი სტრატეგიის შემუშავება: საჭიროა პრევენციის პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის შეუშავება, სადაც ყველა უწყების ფუნქციები და პასუხისმგებლობები მკაფიოდ განისაზღვრება;
  • სერვისების გაძლიერება: უნდა გაიზარდოს საჭიროებებზე მორგებული სერვისების სპექტრი და მათი ხელმისაწვდომობა რეგიონებში;
  • სისტემური რეფორმები: აუცილებელია უწყებებს შორის თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების დახვეწა;
  • მშობელთა ჩართულობა: მეტი ყურადღება უნდა მიექცეს მშობლების ცნობიერების ამაღლებასა და მათთვის პასუხისმგებლობის მნიშვნელობის გაცნობიერებას.

აღნიშნული მიგნებები წარმოაჩენს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დროული და მიზნობრივი ინტერვენცია მოზარდებში ძალადობის პრევენციისთვის.

საკონტაქტო პირი:

ანტონ (ტატო) ქელბაქიანიკვლევის თანაავტორი, პრევენცია პროგრესისთვის, გამგეობის თავმჯდომარე

ტელ.: 5 77 28 46 56

ელ.ფოსტა[email protected]