28-29 ივლისს, სასტუმრო რუმსში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, აგრეთვე სსიპ საგანამანთლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომელთათვის არტ თერაპიის ტრენინგი ჩატარდა

ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივით, 28-29 ივლისს, სასტუმრო რუმსში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, აგრეთვე სსიპ საგანამანთლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომელთათვის არტ თერაპიის ტრენინგი ჩატარდა.
 
ტრენინგი შვედეთის ინსტიტუტის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „მოქმედება ხელოვნების საშუალებით – ალტერნატიული გზა ახალგაზრდებისთვის“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც „პრევენცია პროგრესისთვის“ შვედურ ორგანიზაციასთან – World Federation Against Drugs (WFDA) ერთად ახორციელებს.
 
ტრენინგს უძღვებოდა ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, რომელმაც მის მიერვე შექმნილი არტ თერაპიის მოდული მოზარდების საჭიროებებს მოარგო და ტრენინგის მონაწილეებს თერაპიის მნიშვნელობასა და სხვადასხვა ტექნიკების შესახებ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა.