26 ივნისიდან დღემდე, სახალხო დამცველის ოფისში მიმდინარეობს ტრენინგი არასრულწლოვანთა დახურული სასამართლო სხდომების მონიტორინგთან დაკავშირებით. ტრენინგი ტარდება ჰოლანდიის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში “არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სტანდარტისა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესება არასრულწლოვანთა დახურული სასამართლო სხდომების მონიტორინგის გზით”.
ტრენინგის მიზანია მონიტორებისთვის მოწმე და დაზარალებულ ბავშვებთან, შშმ არასრულწლოვნებთან დაკავშირებული სპეციფიკის, გენდერული ასპექტების,მონიტორინგის ინსტრუმენტებისა და ეთიკის კოდექსის გაცნობა.
პროექტის ფარგლებში ჩვენი ორგანიზაციის მონიტორები, სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ერთად განახორციელებენ კანონთან კონფლიქტში მყოფ, მოწმე და დაზარალებულ ბავშვთა სასამართლო სხდომების მონიტორინგს.