2022 წლის 23 დეკემბერს გაეროს ბავშვთა ფონდის და არასამთავრობო ორგანიზაციის, – „პრევენცია პროგრესისთვის“, – ორგანიზებით და ევროკავშირის დაფინანსებით, გაგრძელდა არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის თანამშრომლების გადამზადება. ტრენინგის ეს ეტაპი მოიცავდა ცენტრში დასაქმებული პროფესიონალების გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას საკითხზე – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები და რისკების შეფასება. ტრენინგს უძღვებოდა კვალიფიციური ექსპერტი მარიკა ნათაძე.
ტრენინგების ციკლი იმართება პროექტის ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირის დაფინანსებით, გაეროს ბავშვთა ფონდი ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, – „პრევენცია პროგრესისთვის“, – ერთად ახორციელებს. პროექტის მიზანია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნების რეფერირების მექანიზმის გაძლიერება.