2022 წლის 17 და 18 ნოემბერს გაეროს ბავშვთა ფონდის და არასამთავრობო ორგანიზაციის, – „პრევენცია პროგრესისთვის“, – ორგანიზებით და ევროკავშირის დაფინანსებით, დაიწყო არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის თანამშრომლების გადამზადება

2022 წლის 17 და 18 ნოემბერს გაეროს ბავშვთა ფონდის და არასამთავრობო ორგანიზაციის, – „პრევენცია პროგრესისთვის“, – ორგანიზებით და ევროკავშირის დაფინანსებით, დაიწყო არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის თანამშრომლების გადამზადება.
 
ტრენინგის პირველი ეტაპი მოიცავდა ცენტრში დასაქმებული პროფესიონალების გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას მოტივაციური ინტერვიურების საკითხზე. ტრენინგს უძღვებოდა ექსპერტი მანანა ომარაშვილი.
 
19 დეკემბერს გაიმართა ტრენინგის მეორე ეტაპი, რომელიც მოიცავდა ცენტრში დასაქმებული პროფესიონალების გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას საკითხზე – ნივთიერებათა ავადმოხმარება მოზარდებში. ტრენინგს უძღვებოდა ექსპერტი თინათინ ბაძელაძე.
 
ტრენინგების ციკლი იმართება პროექტის ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირის დაფინანსებით, გაეროს ბავშვთა ფონდი ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, – „პრევენცია პროგრესისთვის“, – ერთად ახორციელებს. პროექტის მიზანია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნების რეფერირების მექანიზმის გაძლიერება.