დღეს, 20 ნოემბერს, “პრევენცია პროგრესისათვის (PFP)” და “სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის (CEAC)” ორგანიზებით, ქალაქ მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საჯარო დებატების კონკურსის ფარგლებში შერჩეულ ახალგაზრდებთან კარლ პოპერის ფორმატის დებატების შესახებ ტრენინგი გაიმართა. აღნიშნული ტრენინგი ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა:დებატების წესებისა და ტექნიკების შესწავლა, საჯარო გამოსვლის ტექნიკები და პრაქტიკული სავარჯიშო, პოზიციონირება, როგორ დავძლიოთ შიში, პრაქტიკული სავარჯიშო დებატებში.
მომავალ კვირაში, შერჩეულ ახალგაზრდების მონაწილეობით გაიმართება საჯარო დებატები. დებატების მონაწილე ჯგუფებს შეაფასებს კომისია წინასწარ განსაზღვეული კრიტერიუმების მიხედვით. გამარჯვებულ ოთხეულს კი გადაეცემა ბიბლუსის ვაუჩერი (100 ფუნტი სტერლინგის ექვივალენტი ლარში).
შეგახსენებთ, რომ პროექტს – “მარნეულის ახალგაზრდები ცვლილებებისთვის” ახორციელებს “პრევენცია პროგრესისთვის (PFP)” “სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრთან (CEAC)” ერთად, “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR)” ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის – “მედეგობის გაძლიერება აღმოსავლეთ სამეზობლოში (BREN)” ფარგლებში.