20 ნოემბერს, “პრევენცია პროგრესისათვის (PFP)” და “სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის (CEAC)” ორგანიზებით ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

დღეს, 20 ნოემბერს, “პრევენცია პროგრესისათვის (PFP)” და “სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის (CEAC)” ორგანიზებით, ქალაქ მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, გაიმართა შეხვედრა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
 
შეხვედრაზე იმსჯელეს – ახალგაზრდების საჭიროებებზე და ამ მიმართულებით, ერთობლივი ადვოკატირების სტრატეგიაზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტში ცვლილებების განხორციელების მიზნით.
 
 გარდა ამისა, გაიმართა დისკუსია – არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს შექმნაზე რეგიონში და 2023 წელს, ქალაქ მარნეულში, ევროპული ახალგაზრდული დღეების ჩატარების ინიციატივაზე.
 
შეგახსენებთ, რომ პროექტს – “მარნეულის ახალგაზრდები ცვლილებებისთვის” ახორციელებს “პრევენცია პროგრესისთვის (PFP)” “სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრთან (CEAC)” ერთად, “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR)” ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის – “მედეგობის გაძლიერება აღმოსავლეთ სამეზობლოში (BREN)” ფარგლებში.