RIVG-ის წარმომადგენლები საქართველოში ბავშვთა და ახალგაზრდების კეთილდღეობის ეროვნული კოალიციის (საქართველოს კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობისათვის)
ახალგაზრდული საბჭოს წევრებს შეხვდნენ.
Tato Kelbakianiმა საბჭოს წევრებს პენიტენციურ სისტემაში ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით არსებულ ხარვეზებსა და მათი აღმოფხვრის მიზნით დაგეგმილ პროექტთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. Ana Subelianiმა კი, ახალგაზრდებს აუხსნა სოციალური ადვოკატირების პროცესში თავად სამიზნე ჯგუფების ჩართულობის მნიშვნელობა და უამბო მათ ამ გზით განხორციელებული ეფექტური საადვოკატო კამპანიის რამდენიმე საერთაშორისო შემთხვევის შესახებ.
ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა თავიანთი კანონთან კონფლიქტში მყოფი თანატოლების ისტორიები გაიხსენეს და გამოხატეს სურვილი, რომ ამ სფეროში პოზიციური ცვლილების მიღწევის პროცესში წვლილი შეიტანონ, ჩაერთონ საჯარო განხილვებსა და დისკუსიებში, რათა გაჟღერდეს მათი, როგორც ახალგაზრდების ხმა.