“ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის” წარმომადგენლებმა, ტატო ქელბაქიანმა და ნატალია ცაგარელმა, პენიტენციურ სისტემაში ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით დაიწყეს შეხვედრების ციკლი შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან.
1 მაისს ისინი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ესტუმრნენ და მინისტრის პირველ მოადგილე – კახა კახიშვილსა და ამავე სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროს – შავლა ხუციშვილთან ერთად იმსჯელეს პენიტენციურ სისტემაში ბავშვთა მონაცემების დაცვის კუთხით არსებულ ხარვეზებზე, მათი გამოსწორების შესაძლებლობებზე და არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის დახვეწის პერსპექტივებზე.ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს პროექტის მიზნები, რის შემდეგაც ისინი სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ.
სამინისტროს წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები (რაზეც ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა) დამტკიცებამდე გაუზიარონ პროექტის გუნდს, შეძლებისდაგვარად გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები და მაქსიმალურად ჩაერთონ პროექტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებსა და დისკუსიებში.