RIVG-მ (ააიპ „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ ) არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. RIVG-ს წარმომადგენლებმა მათ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები და არასრულწლოვნების განრიდების/განრიდება-მედიაციის კვლევის ძირითადი მიგნებები წარუდგინეს.