ვაკანსია – ფონდების მოძიების სპეციალისტი

ვაკანსიის დასახელება: ფონდების მოძიების სპეციალისტი (არასრული განაკვეთი, კვირაში 20 სთ, ჰიბრიდული ფორმატი).

ხანგრძლივობა – 8 თვე;

ანაზღაურება – 945 GBP (გადასახადების ჩათვლით, შესაბამის ექვივივალენტი ლარებში).

არასამთავრობო ორგანიზაცია „პრევენცია პროგრესისთვის“ აცხადებს ვაკანსიას  ფონდების მოძიების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ფონდების მოძიების სპეციალისტი პასუხისმგებელი იქნება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ორგანიზაციის პროექტებისთვის ფინანსური და არაფინანსური რესურსების მოძიებაზე, ახალი დონორების იდენტიფიცირებაზე, პროექტების წერასა და ორგანიზაციის ფუნქციონირების, განვითარებისა და სტრატეგიული მიზნების განხორცილებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ადგილობრივი და საერთაშორისო ფონდების მოძიება;
  • ორგანიზაციის იდეების/პროექტების დაფინანსების პოტენციური წყაროების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და რესურსების რუქის მომზადება;
  • PFP -ს გუნდთან შეთანხმებით და მათთან კოორდინაციით, თვეში მინიმუმ ერთი საპროექტო განაცხადების მომზადება, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში/ფონდებში წარდგენის მიზნით.

 

სავალდებულო უნარჩვევების ცოდნა და გამოცდილება:

  • ფონდების მოძიების გამოცდილება;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
  • პროექტების წერისა და საპროექტო ციკლის ცოდნა;
  • ადგილობრივ ან საერთაშორისო დონეზე სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამებში (MS Word, Excel, Access, Publisher, Power-point) მუშაობის ცოდნა;
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (გამართულად წერის უნარი);
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.

 

დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები.

ელ_ფოსტაზე: [email protected]

„თემაში“ მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება –  ფონდების მოძიების სპეციალისტი.

 

საბუთების მიღება წარმოებს 2023 წლის 23 ივლისის ჩათვლით 23:00 საათამდე.