დღეს, 13 თებერვალს ,,პრევენცია პროგრესისთვის” ორგანიზებით „მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” გაიმართა სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის ინსტიტუციური გაძლიერების ტრენინგი, რომელიც შეეხებოდა ფონდების მოძიებას და პროექტის წერის უნარების გამომუშავებას. ტრენინგს უძღვებოდა ნატალია ცაგარელი.
პროექტი – “მარნეულის ახალგაზრდები ცვლილებებისთვის” ხორციელდება “პრევენცია პროგრესისთვის (PFP)” მიერ “სამოქალაქო ჩართულობის და აქტივიზმის ცენტრთან (CEAC)” თანამშრომლობით, “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR)” ფინანსური მხარდაჭერით.