სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში დასრულდა პენიტენციური სისტემის პერსონალის ტრენინგი მაღალი რისკის დაწესებულებებში ხარისხის კონტროლის სისტემასთან დაკავშირებით. ტრენინგს ახორციელებდნენ ჰოლანდიელი ექსპერტები, რომლებსაც აქვთ ჰოლანდიის პენიტენციურ სისტემის მაღალი რისკის დაწეებულებებში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება.
ტრენინგი განხორციელდა პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის ინსტიტუციური გაძლიერება“ ფარგლებში და მისი მიზანია პენიტენციურ სისტემაში მაღალი (განსაკუთრებული) რისკის დაწესებულების პერსონალისთვის შემუშავდეს სახელმძღვანელო, ტრენინგ-მოდულები და მის საფუძველზე განხორციელდეს პერსონალის გადამზადება.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება ა/ო „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ მიერ, ჰოლანდიის სამეფოს საელჩოს დაფინანსებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით.