2022 წლის 4 აპრილს გაეროს ბავშვთა ფონდის და არასამთავრობო ორგანიზაციის, – „პრევენცია პროგრესისთვის“, – ორგანიზებით და ევროკავშირის დაფინანსებით, გაგრძელდა არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის თანამშრომლების გადამზადება.
ტრენინგის შემდგომი ეტაპი მოიცავდა ცენტრში დასაქმებული პროფესიონალების გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას ისეთ საკითხზე, როგორიცაა, ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის მიმოხილვა. ტრენინგს უძღვებოდა კვალიფიციური ექსპერტი ტატო ქელბაქიანი.
ამავე პროექტის ფარგლებში, მ/წლის 18-19 აპრილს გაიმართა არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის თანამშრომლების ტრენინგი – არასრულწლოვნთა რისკებისა და საჭიროებების შეფასების ინტრუმენტის გამოყენებასთან დაკავშირებით. ტრენინგს უძღვებოდა კვალიფიციური ექსპერტი სალომე ნამიჭეიშვილი.
ტრენინგების ციკლი იმართება პროექტის ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირის დაფინანსებით, გაეროს ბავშვთა ფონდი ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, – „პრევენცია პროგრესისთვის“, – ერთად ახორციელებს. პროექტის მიზანია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნების რეფერირების მექანიზმის გაძლიერება.