ტრენინგები „ომისა და მშვიდობის“ გაშუქების ინსტიტუტისა და ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით

„ომისა და მშვიდობის“ გაშუქების ინსტიტუტისა და ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, ჩვენს ახალ ოფისში, ვუმასპინძლეთ ტრენინგებს

თემებზე:

– როგორ გამოვიყენოთ „ქრაუდფანდინგი“ ჩვენს საქმიანობაში. ტრენინგს უძღვებოდა მარიამ მჭედლიშვილი.

– სამოქალაქო აქტივიზმის როლი ევროინტეგრაციის პროცესში და მისი შესაძლებლობები. ტრენერი – გიორგი მშვენიერაძე.

ამ ღონისძიების მიზანი გახლდათ, ჩვენი ახალგაზრდული გუნდის გაძლიერება და კოორდინაციის გაუმჯობესება, სხვა ახალგაზრდულ ჯგუფებთან.

მომავალშიც ვგეგმავთ საკოორდინაციო შეხვედრების ორგანიზებას პარტნიორებთან – გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი აქტივობების განხორციელებისთვის.