სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნდა სპეციალური ანგარიში თემაზე – არასრულწლოვან ბრალდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა საპროცესო უფლებების დაცვა. კვლევა განხორციელდა ერთობლივად, ჩვენი ორგანიზაციის და სახალხო დამცველის აპარატის მჭიდრო თანამშრომლობის გზით.კვლევა განხორციელდა არასრულწლოვანთა სასამართლო სხდომებზე დაკვირვების გზით.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც განხორციელდა არასრულწლოვანთა სასამართლო სხდომების კომპლექსური მონიტორინგი და ამისათვის შეიქმნა სპეციალური ინსტრუმენტები – მონიტორინგის განხორციელების სახელმძღვანელო პრინციპები; მონიტორების ქცევის წესები; კითხვარები. შედეგად კვლევა გამოქვეყნდა სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის სახით.
კვლევაში ასახულია ძალიან საინტერესო მიგნებები, რომლებიც ასახავს არასრულწლოვანთ მართლმსაჯულების რეფორმის დადებით და უარყოფით ტენდენციებს.აღნიშნული პროექტი განხორციელდა საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.