არასამთავრობო ორგანიზაციამ “პრევენცია პროგრესისთვის (PFP)”, „გაეროს ბავშვთა ფონდის“ მხარდაჭერით დაიწყო პროექტის განხორციელება სახელწოდებით – „სახელმწიფო უწყებების ინსტიტუციური გაძლიერება, რომლებიც ჩართული არიან ოჯახისაგან განცალკევებული და თანმხლები პირების გარეშე მყოფი ლტოლვილი ბავშების იდენტიფიცირების, რეფერირების და რეაგირების პროცესში“.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ადგილობრივი კანონმდებლობის და პრაქტიკის ანალიზი და მის საფუძველზე შესაბამისი რეგულაციების, გაიდლაინების და ინსტრუმენტების შემუშავება სხვადასხვა უწყებებისთვის. გარდა ამისა, იგეგმება ამ უწყებების თანამშრომლების გადამზადება შემუმუშავებულ მექანიზმებთან დაკავშირებით.