USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარადაჭერით, სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრთან ერთად და საქართველოს სასამართლო გუშაგთან მჭიდრო თანამშრომლობით, ვიწყებთ ახალი პროექტის – “სასამართლოს შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში” განხორციელებას.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში,
ადგილობრივი მოსახლეობის, ცნობიერების ამაღლებას და მათ უკეთ ინფორმირებას
სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობასა და სასამართლოს როლზე
მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფის პროცესში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს უმცირესობებისთვის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ზრდას.
პროექტის ფარგლებში იგეგმება:
- „რადიო მარნეულის“ რუბრიკა თემაზე – სასამართლო და ადამიანის უფლებები;
- ადგილობრივი მოსახლეობის შეხვედრები მოსამართლეებსა და სახალხო
დამცველის ოფისის ადგილობრივ წარმომადგენელთან; - საჯარო დისკუსიები;
- სამოქალაქო აქტივისტების გაძლიერება და მათი ჩართვა ცნობიერების ამაღლების კამპანიაში.
უფრო მეტს პროექტის მიმდინარეობისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ ჩვენი ვებ-გვერდისა და ფეისბუქ გვერდის საშუალებით შეიტყობთ.