პრეზენტაცია

დღეს, ჩვენმა ორგანიზაციამ, ჰოლანდიის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გამართა “მაღალი რისკის პენიტენციური დაწესებულების მართვის სახელმძღვანელოსა” და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის “ხარისხის განვითარების გეგმის” პრეზენტაცია. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ჰოლანდიის საელჩოს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სახალხო დამცველის ოფისის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.