“პრევენცია პროგრესისთვის (PFP)” შვედურ ორგანიზაციასთან ერთად – “მსოფლიო ფედერაცია ნარკოტიკების წინააღმდეგ (WFAD)” აგრძელებს არტ-თერაპიის კურსებს

“პრევენცია პროგრესისთვის (PFP)” შვედურ ორგანიზაციასთან ერთად – “მსოფლიო ფედერაცია ნარკოტიკების წინააღმდეგ (WFAD)” აგრძელებს არტ-თერაპიის კურსებს იუსტიციის სამინისტროს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის და განათლების სამინისტროს მანდატურის სამსახურიდან გადმომისამართებული არასრულწლოვნებისა და ახალგაზრდებისთვის.
 
თერაპია მოიცავს ფსიქოლოგთან მუშაობისა და თიხაზე მუშაობის კომპონენტებს. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს აღნიშნულ უწყებათა თანამშრომლების გადამზადებაც არტ-თერაპიის მიმართულებით.