დღეს პენიტენციური დეპარტამენტის #17 დაწესებულებაში ჩვენი ორგანიზაციის მიერ ფონდის “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში” ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული ხელოვნებით თერაპიის პროექტის ფარგლებში, გაიმართა პატიმართა შეხვედრა მხატვარ გია ბუღაძესთან.
სტუმარმა ისაუბრა ხელოვნების ისტორიისა და განვითარების შესახებ. შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და ტრენინგის მონაწილეებს შორის დიდი მოწონება დაიმსახურა. მიმდინარე პროექტის ფარგლებში ანალოგიური შეხვედრა კიდევ ერთხელ გაიმართება.პროექტის დასასრულს მოეწყობა პატიმართა ნამუშევრების ექსპოზიცია.