მ/წლის 5 ივნისს გაიმართა პატიმრების, ყოფილი პატიმრების და პრობაციონერების მიერ დამზადებული თიხის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. არტ თერაპიის სესიები მიმდინარეობს გეგუთისა და ქსნის პენიტენციურ დაწესებულებებში, გრემის სარეაბილიტაციო ცენტრსა და თბილისში მდებარე სოციალურ საწარმოში.
ბენეფიციარების გადაწყვეტილებით, ნამუშევრების ნაწილი და გაყიდული ნივთებიდან მიღებული თანხა – 450 ლარი გადაეცა ბავშვთა ჰოსპისს – “ციცინათელების ქვეყანა”. აღნიშნულ პროექტს (“გაუმჯობესებული შესაძლებლობები პატიმრების, ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციიათვის”) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს ააიპ “ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის” პარტნიორ ორგანიზაციებთან (ცენტრი “თანადგომა”, “მეინლაინ ფაუნდეიშეინი”) ერთად.