მისია

მისიის განაცხადი

ჩვენ გვსურს ისეთი გარემოს შექმნა სადაც ბავშვთა, ქალთა, უმცირესობებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესებელია, უზრუნველყოფილია კანონის უზენაესობა და მოქალაქეთა თანასწორობა, უკეთ არის განვითარებული როგორც მართლმსაჯულების სისტემა, ასევე ბავშვთა კეთილდღეობის სფერო, მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართულნი მათ ბედთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში და უზრუნველყოფილია როგორც გამჭვირვალე საჯარო მმართველობა, ასევე მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულება.

ამისათვის ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროს განვითარებას, ქალთა უფლებების დაცვას, პენიტენციური და პრობაციის სისტემის რეფორმას, სამოქალაქო აქტივიზმის განვითარებას, აქტივიზმის ორგანიზებული ფორმებისა და პოზიტიური ცვლილებების ადვოკატირების მიმართულებით.

ჩვენი ფასეულობებია: თანასწორობა და თანაბარი შესაძლებლობები ყველა მოქალაქისთვის; მიუკერძოებლობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება; ორიენტაცია ბენეფიციარის საჭიროებებზე; პროფესიონალიზმი და დროული რეაგირება.