N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში პროექტ Voice-საქართველოს კონცერტი გაიმართა.
პროექტის მწვრთნელები ანრი ჯოხაძე და ნოდიკო ტატიშვილი მაყურებლის წინაშე ლაივ-შოუს 24 მონაწილესთან ერთად წარსდგნენ.
მომღერლებს შორის მსჯავრდებული თეონა ყოლბაიაც იყო, რომელიც პროექტში წარმატებით მონაწილეობს. კონცერტის დასასრულს კი, მსჯავრდებულებმა, ორგანიზაციის “ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის” მიერ ფონდის “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი” მხარდაჭერით ჩატარებული არტ თერაპიის პროექტის ფარგლებში შესწავლილი მუსიკალური ნომრები შეასრულეს.