სტუდენტური ნაშრომების კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით პირველი ადგილი დაიკავა – თამარ აბულაძემ, მეორე ადგილი –
სალომე ოსეფაშვილმა,ხოლო მესამე ადგილი – ეკატერინე ბერაძემ სტუდენტებმა მოამზადეს ნაშრომი თემაზე – “არასრულწლოვნის პირველი კონტაქტი პოლიციასთან, არსებული გამოწვევები”. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 40-მდე სტუდენტმა.გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატები და ფულადი ჯილდო.კონკურსი ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაცია “ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის” (RIVG) მიერ, “ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის, („სისხლის სამართლის პროცესში არასრულწლოვან ბრალდებულთა უფლებებთან დაკავშირებული ხარვეზების დაძლევა ადვოკატირების გზით”), ფარგლებში.იხილეთ ნაშრომები: I – ადგილი , II- ადგილი , III- ადგილი.