ბავშვთა უფლებების დასაცავად არასრულწლოვანთა მარლთმსაჯულების კოდექსში ცვლილებების აუცილებლობას RIVG-ს
კვლევაში არაერთი რესპოდენტი ადასტურებს. ასეთი ერთი მაგალითია კვლევაში მონაწილე მოსამართლის განმარტება, სადაც ის აღნიშნავს რომ არასრულწლოვან მოწმეებს არ აქვთ გარანტირებული ის უფლებები, რაც ბრალდებულებს აქვთ. მაგალითად მათ დაცვა სავალდებულო წესით არ ენიშნებათ.ამონარიდი მოსამართლის განცხადებიდან: „ამაზეა დავა, თუ პოტენციური ბრალდებულია (არასრულწლოვანი), თავიდანვე ბრალდებულის ყველა უფლებით უნდა მოხდეს მისი უზრუნველყოფა, როდესაც ის ჩვენებას აძლევს მოწმის სახით, კანონი იმ დონეზე არ იცავს როგორც ბრალდებულს, ეს საკითხია ხშირად სადავო“.არასრულწლოვანი მოწმეების დაცვის უფლება გარანტირებული უნდა იყოს. მეტი დაცულობა ბავშვებს!