დღეს, 23 იანვარს, არასამთავრობო ორგანიზაციის “პრევენცია პროგრესისთვის (PFP)” ორგანიზებით ქალაქ მარნეულში გაიმართა კვლევის პრეზენტაცია – “მარნეულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ანალიზი ახალგაზრდების საჭიროებების კონტექსტში“.
კვლევა განხორციელდა პროექტის „მარნეულის ახალგაზრდები ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია “პრევენცია პროგრესისთვის (PFP)” მიერ “სამოქალაქო აქტივიზმისა და ჩართულობის ცენტრთან (CEAC)” თანამშრომლობით, “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR)” ფინანსური მხარდაჭერით.
კვლევის პრეზენტაციას დაესწრნენ მარნეულში მცხოვრები ახალგაზრდები, ადგილობრივი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები.
PFP მადლობას უხდის ყველა მონაწილეს დაინტერესებისა და ჩართულობისთვის.