დღეს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა- ტატო ქელბაქიანმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებს წარუდგინა კვლევა “არასრულწლოვან ბრალდებულთა უფლებები სისხლის
სამართლის პროცესში”. კვლევა ჩატარდა “ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით. შეხვედრის დროს განხილული იქნა კვლევის ფარგლებში იდენტიფიცირებული ხარვეზები, ასევე გაიმართა მსჯელობა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.