“კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების წინასასამართლო ანგარიშის ინსტიტუტის გაძლიერება და საქართველოს სისხლის სამართლის სისტემაში ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების ხლშეწყობა” (PRI-სთან თანამშრომლობით)

Strengthening Pre-Sentence Reporting Schemes for Children in conflict with the Law and Enhancing Informed Decision-Making Process in the Criminal Justice System of Georgia

 

განხორციელების პერიოდი: 2016-2017 წლები

დონორი: ნიდერლანდების სამეფო საელჩო

მიღწევები:

აღნიშნული პროექტის ფარგლებში შესწავლილ იქნა პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ წინასასამართლო ანგარიშების წარმოების პრაქტიკა, განხორციელდა ინსტრუმენტებისა და კონცეფციის ანალიზი. უცხოელი და ქართველი ექსპერტების მიერ შემუშავდა ცვლილებების პაკეტი, შეიქმნა ახალი ინსტრუმენტი და უწყების წარმომადგენლები გადამზადდნენ წინასასამართლო ანგარიშის განხორციელებასა და არასრულწლოვნის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრის მიმართულებით.