დღეს, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, გაიმართა შეხვედრა ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების საკითხზე. ამ შეხედრაზე წარმოდგენილი იყო ფონდის მიერ განხორციელებული ანალიზი, რომელიც ასახავს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების დანერგვისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და შეიცავს პრაქტიკულ რეკომენდაციებს იმ გამოწვევების გადასაჭრელად, რომლებიც აფერხებენ ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სრულად უზრუნველყოფას საქართველოში.
აღნიშნულ ღონიძიებას ესწრებოდა ორგანიზაციის გამგრეობის თავმჯდომარე ტატო ქელბაქიანი, რომელმაც სამუშაო ფორმატში მონაწილოება მიიღო შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაში კანონმდებლობის გაუმჯობესების მიმართულებით.