ა/ო „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით იწყებს პროექტის განხორციელებას, რომლის
სახელწოდებაა – არასრულწლოვანი ბრალდებულის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში.
პროექტის მიზანს წარმოადგენს:
1. ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობას მოახდინოს სისხლის სამართალწარმოების პროცესში არასრუწლოვან ბრალდებულთა უფლებების დაცვის ხარისხის შეფასება, ხარვეზების გამოვლენა და გაანალიზება;
2. უზრუნველყოს სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურების მხრიდან, არასრულწლოვან ბრალდებულებთან მიმართებაში კანონმდებლობის ერთგვაროვანი ინტერპრეტაცია და იმპლემენტაცია;
3. შეამციროს არასრულწლოვან ბრალდებულთა უფლებების შესაძლო დარღვევის შემთხვევები.
პროექტი გაგრძელდება 12 თვის განმავლობაში.