ჩვენი ორგანიზაცია ფონდ „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისის“ დაფინანსებით, პენიტენციურ სისტემის ორ დაწესებულებაში იწყებს სარებილიტაციო პროგრამების განხორციელებას: N5 რუსთავის ქალთა დაწესებულებაში (ქალი მსჯავრდებულებისთვის) პროექტი – “პატიმართა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია მუსიკალური თერაპიის გზით”.
N17 რუსთავის დაწესებულებაში (დამოკიდებულების მქონე კაცი მსჯავრდებულებისთვის) პროექტი – “პატიმართა ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია ხელოვნებითი (ხატვა/ძერწვა) თერაპიის გზით”.