„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის და კანონის უზენაესობის უმაღლესი სტანდარტების დაწესება არასრულწლოვანთა სასამართლო პროცესების მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბების გზით“

Setting Higher Standards of Juvenile Justice System and Rule of Law, through Establishing Juvenile Court Trial Monitoring System

 

განხორციელების პერიოდი: 2018-2020

დონორი: ნიდერლანდების სამეფოს საელჩო

მიღწევები:

პროექტის ფარგლებში ორგანიზაციის ექსპერტების მიერ მომზადდა სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში: “სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში არასრულწლოვან ბრალდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა საპროცესო უფლებების დაცვა”. სასამართლო განხილვის პროცესში კანონთან კონფლიქტში მყოფ და მოწმე/დაზარალებულ ბავშვთა უფლებების დაცვის ხარისხის შეფასების მიზნით დახურული სასამართლო სხდომების მონიტორინგი განხორციელდა სამ ქალაქში, თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის საქალაქო სასამარტლოებში. პროექტის ექსპერტების მიერ შემუშავდა არასრულწლოვანთა სასამარტლო სხდომების მონიტორინგის სახელმძღავანელო პრინციპები, მონიტორინგის ეთიკის კოდექსი, მონიტორინგის ფორმა სასამართლო განხილვის ყველა ეტაპისთვის, ასევე დამატებითი კითხვარი მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის მონიტორინგთან დაკავშირებით.