განხორციელების პერიოდი: 2018-2020 წლები
დონორი: პროექტი განხორციელდა ევროკავშირის დაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან – „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი“ და „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ – თანამშრომლობით
მიღწევები:
პროექტის ფარგლებში ორგანიზაციამ ჩაატარა ფართომასშტაბიანი კვლევა და მოამზადა შესაბამისი კვლევები/ანგარიშები შემდეგ საკითხებზე:
- არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია, კვლევის ანგარიში;
- არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესი საქართველოს პრობაციის და პენიტენციურ სისტემებში, კვლევის ანგარიში;
- პროფესიონალთა სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში, კვლევის ანგარიში;
- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის და დანაშაულის პრევენციის სამოქმედო გეგმების ანალიზი