განხორციელების პერიოდი: 2019-2020 წლები
დონორი: ღია საზოგადოების ფონდი
მიღწევები:
პროექტის ექსპერტების მიერ სკოლის მასწავლებლებისთვის მომზადდა სახელმძღვანელო დოკუმენტი: „სასკოლო ავტონომიის პირობებში პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება“. სახელმძღვანელოში ინტეგრირებული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა: თანატოლთა მედიაცია, ტოლერანტობა, ძალადობა მოზარდებს შორის და არასრულწლოვანთა უფლებები. სახელმძღვანელოს მიხედვით განხორციელდა საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლების/დამრიგებლების გადამზადება.