არასამთავრობო ორგანიზაციები 17 ივნისის თავდასხმებს გმობენ

2023 წლის 17 ივნისს, ბორჯომში, საბავშვო ბანაკის მონაწილეებსა და ჩვეულებრივ დამსვენებლებს რამდენიმე ათეული მოძალადე თავს დაესხა. „გირჩი მეტი თავისუფლებისა“ და „Institute For Individual Liberty“-ის მიერ გამართულ ბანაკს მოძალადეებმა ესროლეს ქვები, წითელი საღებავები, აგინეს და ხელი შეუშალეს მუშაობაში. ერთ-ერთმა მოძალადემ სასტუმროში მყოფ ახალგაზრდებსა და არასრულწლოვნებს გენიტალიებიც უჩვენა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, თვითმხილველების ცნობით, ძალადობას, სულ მცირე 40 წუთი, რეაგირების გარეშე ტოვებდა.

ასევე, დღეს თავს დაესხნენ “გირჩი მეტი საქართველოს” თავმჯდომარეს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, რომელიც ბორჯომში, ამავე ბანაკში, ლექციის ჩასატარებლად მიემართებოდა.

ასევე, დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკურად გაუსწორდნენ მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, სალექციო აუდიტორიის გარეთ მშვიდობიანად, ბანერებით მდგომ სტუდენტებს, რომლებიც პარტიის პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებდნენ.

დროის მცირე მონაკვეთში განხორციელებული სამი თავდასხმა აშკარად წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებულია. ეს დანაშაულებრივი ქმედებები ეწინააღმდეგება ქართულ ღირებულებებს – შემწყნარებლობას და მშვიდობიანობას. ახალგაზრდებზე, ბავშვებზე თავდასხმა არა მხოლოდ კანონს არღვევს, არამედ შეუთავსებელია ქართული საზოგადოების ღირებულებებთან. ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის დევნა არის რუსეთის, პუტინის რეჟიმის, ხელწერა; სწორედ ოკუპანტი სახელმწიფო უსწორდება ოპონენტებს და ძალადობრივად ახშობს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას.

 

არასრულწლოვნებზე თავდასხმა არის სამარცხვინო საქციელი, რომელსაც მხოლოდ სუსტი და შეშინებული ადამიანები მიმართავენ, რაც სრულ წინააღმდეგობაში მოდის ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ტრადიციებთან. მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს, დაუყოვნებლივ აღკვეთონ სიძულვილის დანაშაულები და კანონის სრული სიმკაცრით დასაჯონ დამნაშავეები.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:

 

1. აფხაზური ამბები
2. ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის
3. ახალგაზრდული პლატფორმა We talk
4. დემოკრატიის მცველები
5. დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრი
6. დემოსი
7. თავისუფალ მოქალაქეთა გაერთიანება
8. თბილისი პრაიდი
9. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
10. კომლი
11. ლაგოდეხის ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრი
12. მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი
13. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
14. მშობლები განათლებისთვის
15. პროფესიო
16. რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი
17. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია
18. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
19. საზოგადოებრივი მოძრაობა “მომავლის ჭიათურა”
20. სალამი
21. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
22. სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი
23. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
24. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
25. სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი
26. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ქსელი
27. სასამართლოს გუშაგი
28. საფარი
29. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
30. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
31. საქართველოს რეფორმების ასოციაცია
32. საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
33. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
34. ფემეა
35. ფემინა
36. ქალები საერთო მომავლისთვის საქართველო
37. ჩემი იმერეთი
38. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
39. წერტილი
40. სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი
41. მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი
42. უფლებები საქართველო
43. მწვანეები

44. საქართველოს გოგონა სკაუტთა ასოციაცია “დია”
45. არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი “მზიანი სახლი”
46. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი
47. სამოქალაქო მოძრაობა ტალღა
48. მედიისა და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი მედიახმა
49. ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი
50. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი
51. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
52. არაფორმალური განათლების ახალგაზრდული ცენტრი “მზიანი სახლი”
53. ჯიუტი
54. ღია სივრცე კავკასია (COS)
55. ეკო ცენტრი
56. აქტიური სამოქალაქო ინიციატივა
57. ფუსფუსი
58. დემოკრატიის ინდექსი საქართველო
59. ჩართულობისა და განვითარების ცენტრი
60. ადამიანის უფლებათა ცენტრი
61. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
62. ქვემო ქართლის მედია
63. ყვარლის ევროკლუბი
64. სიქა
65. ადამიანის უფლებების ადვოკატირებისა და დემოკრატიის ფონდი
66. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
67. პრევენცია პროგრესისთვის
68. რეალური ხალხი, რეალური ხედვა
69. რაჭის სათემო ცენტრი
70. მედია ცენტრი კახეთი
71. საზოგადოება ბილიკი
72. ახალგაზრდული ინიციატივების რეგიონული ასოციაცია აირა
73. რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი
74. ასოციაცია დევნილები დევნილებისთვის
75. სამოქალაქო სოლიდარობის ჯგუფი
76. ქალთა ასოციაცია გვირილა
77. ორბელიანი საქართველო
78. მშობლები განათლებისთვის
79. სიქა
80. განათლებისა და მართვის გუნდი