„ხელისუფლების ვალდებულებების მონიტორინგი და რეფორმების ხელშეწყობა პენიტენციურ და პრობაციის სფეროში, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“

 

განხორციელების პერიოდი: 2018-2020 წლები

დონორი: პროექტი განხორციელდა ევროკავშირის დაფინანსებით საერთაშორისო ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმასთან“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ ერთად

მიღწევები:

პროექტის ფარგლებში ორგანიზაციამ მოამზადა სამაგიდე კვლევები, ასევე პოლიტიკის დოკუმენტების ანალიზი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:

  • მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია/რესოციალიზაციის პროცესი პენიტენციურ სისტემაში;
  • პატიმართა რისკების შეფასებისა და კლასიფიკაციის სისტემა;
  • პატიმართა საყოფაცხოვრებო პირობები პენიტენციურ სისტემაში;
  • ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ურთიერთობა გარე სამყაროსთან;
  • დისციპლინური საქმისწარმოება პენიტენციურ სისტემაში;
  • გასაჩივრების მექანიზმი პენიტენციურ სისტემაში;
  • პენიტენციური სისტემის პერსონალი;
  • პენიტენციური სისტემის ჯანდაცვა და სერვისები;
  • საბიუჯეტო საკითხების კვლევა პენიტენციურ სისტემაში.