განხორციელების პერიოდი: 2018-2020 წლები
დონორი: პროექტი განხორციელდა ევროკავშირის დაფინანსებით საერთაშორისო ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმასთან“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ ერთად
მიღწევები:
პროექტის ფარგლებში ორგანიზაციამ მოამზადა სამაგიდე კვლევები, ასევე პოლიტიკის დოკუმენტების ანალიზი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
- მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია/რესოციალიზაციის პროცესი პენიტენციურ სისტემაში;
- პატიმართა რისკების შეფასებისა და კლასიფიკაციის სისტემა;
- პატიმართა საყოფაცხოვრებო პირობები პენიტენციურ სისტემაში;
- ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ურთიერთობა გარე სამყაროსთან;
- დისციპლინური საქმისწარმოება პენიტენციურ სისტემაში;
- გასაჩივრების მექანიზმი პენიტენციურ სისტემაში;
- პენიტენციური სისტემის პერსონალი;
- პენიტენციური სისტემის ჯანდაცვა და სერვისები;
- საბიუჯეტო საკითხების კვლევა პენიტენციურ სისტემაში.