- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში ჩართული უწყებები;
- კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვები და ახალგაზრდები;
- მოწმე და დაზარალებული ბავშვები.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება გულისხმობს ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა დანაშაულის თავიდან აცილებას და ხელს უწყობს სისხლის სამართლის კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა სათანადო რეაბილიტაციასა და რეინტეგრაციას. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება უზრუნველყოფს არა მხოლოდ ბავშვთა უფლებებისა და ჭეშმარიტი ინტერესების დაცვას, არამედ ემსახურება საზოგადოების გრძელვადიან ინტერესებს, მათ შორის საზოგადოებრივი უსაფრთხოების განმტკიცებას, განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილებას, ასევე საზოგადოებაში დადებითი ღირებულებების მქონე და კანონმორჩილი ახალგაზრდების დაბრუნებას.