დღეს ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მარიკა ნათაძემ პროექტის “შეუნარჩუნე სიცოცხლე” ფარგლებში პირველი ტრენინგი ჩაატარა.
პროექტი ევროპის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და სუიციდის პრევენციის საკითხებზე თანატოლებში შესაბამისი ავტოროტეტისა და ნდობის მქონე ახალგაზრდებისა და უფროსების გადამზადებას ისახავს მიზნად.
დღეს და ხვალ გადამზადებას ახალგაზრდები გაივლიან, შემდეგი ტრენინგები კი საზოგადოების სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენელ უფროსებსა და პროფესიონალებს დაეთმობათ.