დღეს დასრულდა ტრენინგის: “მნიშვნელოვანი უნარები სტრესის დროს” მეორე ჯგუფის შეხვედრა, რომელიც გაიმართა პროექტის: „დაწყებითი კლასის მოსწავლეთა დედების როლის კვლევა ონლაინ სწავლების პროცესში და მათი ჩართულობის ზეგავლენის შეფასება ქალების არსებულ სოციალურ როლზე“ ფარგლებში.
აღნიშნული პროექტი ითვალისწინებდა მცირემასშტაბიან კვლევას საჯარო და კერძო სკოლების დაწყებითი კლასის მოსწავლეების მშობლებს შორის, ქალების/დედების სასწავლო პროცესში ჩართულობის ხარისხის შეფასებისთვის, ასევე მისი გავლენას შესასწავლად მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე, ოჯახურ და საზოგადოებრივ როლზე.
პროექტის მიმდინარეობისას კვლევის ანგარიში გაეცნო შესაბამისი უწყებებს, ჩატარდა ოჯახში ქალთა შრომასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ აქტივობები და მშობელთა გაძლიერება შესაბამისი სტრესის დაძლევის უნარების განვითარების მიმართულებით.
პროექტი განხორციელდა „ქალთა ფონდი საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.