10 თებერვალს “პრევენცია პროგრესისთვის (PFP)” და “სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის (CEAC)” ორგანიზებით მარნეულში არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე – „ადვოკატირების წარმოების მეთოდები და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის კოორდინირებული საქმიანობა“. ტრენინგის ბოლოს გაიმართა დისკუსია საკოორდინაციო მექანიზმის და ადვოკატირების ერთობლივი სტრატეგიის შემუშავების თაობაზე.
ტრენინგს ესწრებოდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების “თბილისის ახალგაზრდული ცენტრის”, “წითელი ხიდის”, “PF12”-ის, “შაუმიანის სათემო განათლების ცენტრის”, “NTI”, “დმანისის თემთა განვითარების ცენტრის”, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის” წარმომადგენლები.
პროექტი – “მარნეულის ახალგაზრდები ცვლილებებისთვის” ხორციელდება “პრევენცია პროგრესისთვის (PFP)” მიერ “სამოქალაქო ჩართულობის და აქტივიზმის ცენტრთან (CEAC)” თანამშრომლობით, “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR)” ფინანსური მხარდაჭერით.