სამოქალაქო აქტივიზმი

სამოქალაქო აქტივიზმი

ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სტრატეგიის მოქმედების პერიოდში, იქნება სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა, ვინაიდან პოზიტიური ცვლილებების მიღწევის კუთხით მოქალაქეთა ჩართულობისა და მონაწილეობის როლი განუზომლად დიდია. ორგანიზაცია იმუშავებს მოქალაქეებთან, მათ შორის ახლაგაზრდებთან, ქალებთან, უმცირესობების წარმომადგენლებთან, რათა მისცეს მათ ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვის მოტივაცია, განუმარტოს მათ ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების მნიშვნელობა და მიაწოდოს ინფორმაცია ინიციატივების განხორციელებისა და ადვოკატირების სხვადასხვა გზებსა და მეთოდებზე. ამ ტიპის აქტივობები განხორციელდება არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

თბილისისა და რეგიონების მოსახლეობა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ახალგაზრდებზე, რომლებსაც შეუძლიათ ცვლილებების აგენტის როლის შესრულება სათემო დონეზე. ორგანიზაცია შეეცდება გაზარდოს ახალგაზრდების ცნობიერება მათი საჭიროებების ადვოკატირებისა და პოზიტიური ცვლილებების მიღწევის მიმართულებით.

როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში იარსებებს საზოგადოების საინიციატივო ჯგუფები, სათემო აქტივისტთა ჯგუფები, ახალგაზრდები, რომლებიც ფლობენ საკუთარი სურვილების, საჭიროებების გადმოცემის უნარს, ფლობენ ინფორმაციას საკუთარი მიზნების მისაღწევად არსებული რესურსებისა და გზების შესახებ, რაც გულისხმობს სამოქალაქო აქტივიზმის არაძალადობრივი ფორმების სრულად და ეფექტიანად გამოყენებას, ასევე ადგილობრივი სოციალური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცვლილებების განხორციელების დაფინანსების მოპოვების გზების ძიებას.

  • სამოქალაქო აქტივიზმის პოპულარიზაციის მიზნით, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება;
  • სამოქალაქო აქტივიზმის არსებული ფორმების, მიზნის არაძალადობრივი გზით მიღწევის ოპტიმალური გზების, დაფინანსების წყაროების, კონსტრუქციული თანამშრომლობისა თუ არაძალადობრივი ზეწოლის მექანიზმების შესახებ თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის გადამზადება;
  • სამოქალაქო აქტივიზმში ქალთა ჩართულობის გაზრდა და ხელშეწყობა, განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება რეგიონის მოსახლეობაზე, ეთნიკურ უმცირესობებზე სადაც კიდევ უფრო ფესვგადგმულია დისკრიმინაციული სტერეოტიპული მიდგომები და პრაქტიკები და ქალებისა და გოგოებისთვის განვითარების თანაბარი შესაძლებლობების მიღწევა უფრო რთულია.
  • ადგილობრივ სამოქალაქო აქტივისტებთან თანამშრომლობა, მათი გაძლიერება და ერთობლივი ადვოკატირების ღონისძიებების დაგეგმვა სხვადასხვა ტიპის პროექტების განხორციელების პროცესში
  • ორგანიზაციის რეგიონული ორგანიზაციების ჩამოყალიბება და რეგიონებში ცნობადობის გაზრდა.